პირველ დღეს გავეცანით პროექტებით სწავლებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში, რაც დაგვეხმარება უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. ვისწავლე როგორ უნდა ჩავინიშნო რაც მაინტერესებს და როგორ წავშალო. როგორ მოვძებნო ის, რაც მსურს. გავეცანი ჩეკლისტს და პროექტის რამოდენიმე გეგმას. შევქმენი საქაღალდე ჩემს პორტფოლიოში.
მეორე დღეს განვიხილეთ შერჩეული თემები,რაზეც ვაპირებთ შემდეგში მუშაობას. გავეცანით ბუკლეტის სანიმუშო გეგმას.ვისაუბრეთ პროექტის განხორციელების დადებით მხარეებზე. ვისწავლე ფურცლის გაყოფა, გადასვლა მეორე გვერდზე, ვისწავლე ბუკლეტის შექმნა.
მესამე დღეს გავეცანით ჩვენს მიერ შექმნილი ბუკლეტებს. ვისაუბრეთ სტანდარტებზე და მიზნებზე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. განვიხილეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, განახლებული ბლუმის ტაქსონომია. ამოვიწერეთ მაღალი სააზროვ-ნო უნარების ზმნები და ჩავსვით მიზნებში და შედეგებში. ვიმუშავეთ პროექტის თემის გეგმაზე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს