суббота, 11 июля 2015 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

      მოვაწესრიგე  საქაღალდე,  ვისწავლე   დოკუმენტის  გადატანა  პრეზენტაციაზე  და      მისი  გახსნა.  ავტვირთე  ჩემი  საქაღალდე  ბლოგზე.  ძალიან  ბევრი  რამ   შევისწავლე
 ამ  ცხრა  დღის  განმავლობაში.  მინდა  უღრმესი  მადლობა  გადავუხადო  რუსას.
  

пятница, 10 июля 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე


              დღეს  ვიმუშავეთ   პროექტის  გეგმაზე.  ბლოგზე  ავტვირთეთ  მასალები  და  გამოვაქვეყნეთ.  გავეცანით  დიფერენცირებული  სწავლების  ნიმუშის  შაბლონებს
და  პრეზენტაციის  ნიმუშებს.  ავაგეთ  პრეზანტაციის  ჩონჩხი.
  

четверг, 9 июля 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

      ამ  დღეს ვიმუშავეთ  შეფასებებზე.  განვიხილეთ  შეფასების  კრიტერიუმები,      სტრატეგიები,  მოსწავლეზე  ორიენტირებული  შეფასების  ფორმები.  პროექტის    გეგმაში  შევავსეთ  შეფასების  დროის  ჩარჩო  და  საბაზისო  უნარ-ჩვევები.

понедельник, 6 июля 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

     ტრენინგის  მეექვსე  დღეს  ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმაზე.  გავწერეთ  გეგმა  კვირის  და   დღეების  მიხედვით.     განვიხილეთ  გაზეთის  შაბლონი.  

пятница, 3 июля 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

    ტრენინგის  მეხუთე  დღეს  შევქმენით  ბლოგი,  ვისწავლეთ  ფოსტიდან  ბლოგზე   გადასვლა  და  წერილის  გადატანა,  წერილის  შექმნა,  რედაქტირება  და  გამოქვეყნე-
ბა.  ვისწავლეთ  ბლოგზე  გვერდების  შექმნა,  ბლოგის  გაფორმება.  გავეცანით  კავში-რებს,  რომელიც  ინფორმაციის  მოძიებას  უკავშირდება   და  გამოქვეყნებული  ლიტე- რატურის  მარტივ  შაბლონს.  დღევანდელი  დღე  ძალიან  დატვირთული  და  საინტე-რესო  იყო.  ამისათვის  მინდა  დიდი  მადლობა   გადავუხადო  ჩვენს  საყვარელ  ტრე-ნერს.      

ტრენინგის მეოთხე დღე

  ტრენინგის  მეოთხე დღეს   შევისწავლე  მიმართულების  მიმცემი    საკვანძო  კითხვების  ფორმულირება,  რომელიც  ხელს  უწყობს  მოსწავლეთა  ჩართულობას.  განვიხილეთ  ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები.  მოვარგეთ  ეს  კითხვები  სასწავლო  პროექტის  გეგმას.  გავეცანი  წინარე  ცოდნის  დასადგენ  სქემებს.

ტრენინგის მესამე დღე

    პირველ  დღეს  გავეცანით  პროექტებით  სწავლებას,  რომელიც  საშუალებას  მისცემს  მოსწავლეებს  განუვითარდეთ  მაღალი  სააზროვნო  უნარები  და  გაზარდოს  მათი  ჩართულობა  სასწავლო  პროცესში,  რაც  დაგვეხმარება  უკეთესი  სასწავლო  შედეგების  მიღწევაში.  ვისწავლე  როგორ  უნდა  ჩავინიშნო  რაც  მაინტერესებს  და როგორ  წავშალო. როგორ  მოვძებნო  ის,  რაც  მსურს.  გავეცანი  ჩეკლისტს  და  პროექტის  რამოდენიმე  გეგმას.  შევქმენი  საქაღალდე  ჩემს  პორტფოლიოში. 
          მეორე  დღეს განვიხილეთ  შერჩეული  თემები,რაზეც  ვაპირებთ  შემდეგში  მუშაობას.   გავეცანით  ბუკლეტის  სანიმუშო  გეგმას.ვისაუბრეთ  პროექტის  განხორციელების  დადებით  მხარეებზე.  ვისწავლე  ფურცლის  გაყოფა,  გადასვლა  მეორე  გვერდზე, ვისწავლე  ბუკლეტის  შექმნა.
            მესამე  დღეს  გავეცანით  ჩვენს  მიერ  შექმნილი  ბუკლეტებს.  ვისაუბრეთ  სტანდარტებზე  და  მიზნებზე, 21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევებზე.  განვიხილეთ  სტანდარტებისა  და  მიზნების  რუბრიკა,  განახლებული  ბლუმის  ტაქსონომია.  ამოვიწერეთ  მაღალი  სააზროვ-ნო  უნარების  ზმნები და ჩავსვით მიზნებში  და  შედეგებში.  ვიმუშავეთ  პროექტის  თემის  გეგმაზე,  დიდი  მადლობა  მინდა  გადავუხადო  ჩვენს  ტრენერს